|
2023-05-02 16:44:12, 1373 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების მიმართულებით. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის. „თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)