17:18 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 16:39:29, 1355 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

მთავრობის ინფორმაციით, 18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძეგლებისა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე ფონდი ,,ქართუს" წვლილი.

მთავრობის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლების საერთაშორისო მარკეტინგული და ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების გაფართოების, ცნობადობის გაზრდის, ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის ინიციატივა გამოთქვა.

სემინარზე სამეცნიერო საკითხებთან ერთად ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთმიმართებაც განიხილეს. სემინარის ფარგლებში ბათუმელი მხატვრების გამოფენა მოეწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics