|
2023-04-12 14:34:56, 1206 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო ოთხი მიმართულებით, მსოფლიოში მეორე და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე გავიდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებული შეფასებისა და გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა ოთხი მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით: ქვეყანა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეა:
„აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა მყარ საფუძველს, რათა ქვეყანამ ლიდერულ პოზიციებზე განავითაროს ეკონომიკა. 2022 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (GDP PPP) მიხედვით, ერთ სულზე აჭარბებს 20 243 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე. კავკასიაში პირველობას ქვეყანა მყარად ინარჩუნებს შემდგომ წლებშიც. საქართველოს $GDP per capita 2022- 2028 წლებში 126%-ით იზრდება და 2028 წელს 11 289 $-ს გადააჭარბებს. 7 წლის განმავლობაში (2022-2028წწ) საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში წლიურად, საშუალოდ, ორნიშნა მაჩვენებლით - 12.4%-ით იზრდება. მომდევნო წლებში, აღნიშნული საშუალო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 000 აშშ დოლარს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)