16:13 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 13:21:32, 1829 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს [ვიდეო]

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ადგილობრივი ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.

"აღდგომის წინა დღეს რუსეთის არმიამ ხერსონის ეკლესია დაბომბა.

ღამით, რუსეთის არტილერიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს დაარტყა. დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია სახურავი და კედლები",- აცხადებენ ხერსონის ადმინისტრაციაში

შეგახსენებთ, რომ მანამდე 10 აპრილს, ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოს, მუზეუმსა და ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics