|
2023-04-10 18:03:29, 1472 ნახვა
რეგიონი
შუახევში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს
შუახევში, ევროსტანდარტების შესაბამისი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე, გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ცენტრი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება, კეთილმოეწყობა საპარკინგე სივრცე. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 355,712 ლარამდე დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)