|
2023-04-10 08:59:19, 1385 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ბზობა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები გვასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება
რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ გუშინ ზაპოროჟიეს ოლქზე მიტანილ იერიშს, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერა ფართოვდება, რუსეთი კი სულ უფრო იზოლირებულია. „რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში სამი ადამიანი იყო. კაცი, ქალი და ბავშვი. გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც. ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. მას დახმარებას უწევენ. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ. და ჩვენ გვჯერა. უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას. და ჩვენ ვუახლოვდებით. მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა იზრდება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობასა და რწმენას ცხოვრებაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)