18:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 14:30:43, 1474 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი დაიბრუნა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "გადაარჩინე უკრაინა" ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბავშვებმაც და მშობლებმაც უნდა გაიარონ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელების პროცესი.

"ხერსონსა და ხარკოვის რეგიონებიდან რუსების მიერ გატაცებულმა ბავშვებმა საბოლოოდ გადაკვეთეს საზღვარი ოჯახებთან ერთად და ახლა უსაფრთხოდ არიან. ბავშვებმაც და მშობლებმაც უნდა გაიარონ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელების პროცესი და ჩვენ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, ეს ორგანიზაციის მიერ მოწყობილი მეხუთე სამშვიდობო მისიაა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics