|
2023-04-06 12:01:51, 1344 ნახვა
რეგიონი
ბათუმში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მე-5 ფაზა იწყება
ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, წყლის პროექტის მე-5 ფაზა იწყება. აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა. "პროექტი ითვალისწინებს წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. მეხუთე ფაზის პროექტის ღირებულება 78.8 მლნ ევროა. მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)