|
2023-04-05 10:59:24, 1454 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად პოლონეთში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც მედია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, უკრაინის პრეზიდენტის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ლიდერები საპრეზიდენტო სასახლეში მოლაპარაკებებს გამართავენ. ასევე დაგეგმილია დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები. პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ანჯეი დუდას გარდა, პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ასევე უკრაინის მოსაზღვრე ქალაქების მერებსაც შეხვდება. ნიკიფოროვის თქმით, ანდჟეი დუდასა და ვლადიმირ ზელენსკის ერთობლივი გამოსვლა ადგილობრივი დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. ცნობისთვის, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინის პრეზიდენტის ქვეყნიდან რიგით მესამე გასვლა და პირველი დაანონსებული ვიზიტია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)