|
2023-04-05 10:34:34, 1415 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის წინ, კრემლი დასავლეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს
უკრაინის დაგეგმილი საგაზაფხულო კონტრშეტევის წინ, კრემლი აგრძელებს ბირთვულ შანტაჟს, რათა უკრაინაში დასავლეთის სამხედრო დახმარება შეაჩეროს. აღნიშნულ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. როგორც ISW-ის მოხსენებაშია ნათქვამი, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების გამართლება რამდენიმე არგუმენტით სცადა - თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან საბრძოლო მომზადებაში, დასავლეთი კი, უკრაინაში ომის ესკალაციაში დაადანაშაულა. ექსპერტების შეფასებით, შოიგუმ გააძლიერა არსებული რუსული ბირთვული საფრთხეები იმით, რომ ბელარუსიას აქვს ატომური თავდასხმის თვითმფრინავი და ისკანდერ-M სისტემები, რომელსაც შეუძლია ბირთვული დარტყმის განხორციელება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შოიგუს გააქტიურებული ბირთვული შანტაჟის რიტორიკა ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებასა და უკრაინისთვის აშშ-ის ახალ დახმარებასაც ემთხვევა. როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად ყველაფრისა, ბირთვული ესკალაციის რისკი უკიდურესად დაბალი რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)