18:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 16:41:52, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული.

ნორვეგიის მთავრობის განცხადების თანახმად, დასანქცირებულ პირთა ახალ სიაში რუსეთის ფედერაციის 87 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი მოხვდა.

გარდა ამისა, ნორვეგიის მთავრობამ, გაახანგრძლივა რუსების აქტივების გაყინვის ვალდებულება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.

მთლიანობაში ნორვეგიამ სანქციები რუსეთის 1 678 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე დააწესა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე დაამტკიცა, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს არის სანქციების ყველაზე მკაცრი პაკეტი, რაც ევროკავშირს აქამდე მიუღია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics