|
2023-04-04 09:24:33, 1400 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 12 ადამიანი გაათავისუფლა [ვიდეო]
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 12 ადამიანი გაათვისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, გათავისუფლებულებს შორის, 10 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. „ტყვეობიდან გათავისუფლებულია 12 უკრაინელი: 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე. დამცველები ჯარისკაცები და სერჟანტები არიან, რომლებიც ტყვედ დონეცკის ოლქში - ბახმუტის, ოპიტნოესა და ორეხოვო-ვასილიევკას მახლობლად გამართულ ბრძოლებში და ლუგანსკის ოლქის კრემენაიასა და ჩერვონოპოვკას მახლობლად აიყვანეს. ასევე დაბრუნდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აგრესორებმა ხარკოვის რაიონის სოფელ ლიპციდან და მარიუპოლიდან აიყვანეს მძევლად“,- აღნიშნულია განცხადებაში. საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციითვე, რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეობიდან სულ 2 005 უკრაინელი გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)