|
2023-04-03 16:50:04, 1385 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსებს ჯერ კიდევ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში გავანადგურებთ
უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია განთავისუფლდება, ასე რომ, თუ რუსული ჯარები ტერიტორიას არ დატოვებენ, ისინი განადგურდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ ზუსტი თარიღი არ აღნიშნა, თუ როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ დარწმუნებით განაცხადა, რომ სამხედროები ტერიტორიების დეოკუპაციისთვის აქტიურ რეჟიმში ემზადებიან. "კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერორისტებს ვერ მივცემთ საშუალებას, მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ დატოვონ ტერიტორიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურდებიან. მომავალი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის და გამარჯვებისკენ წინსვლისთვის. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)