|
2023-03-31 10:49:43, 1473 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად
ვამზადებთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენს აქტიურ ქმედებებს - ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინა "ყველაზე საშინელ" დღეებს გადაურჩა და ამის უკან უზარმაზარი ძალისხმევა დგას. "ოთხასი დღე - ჩვენი თავდაცვის ოთხასი დღე სრულმასშტაბიანი აგრესიისგან - ეს არის კოლოსალური გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ. უკრაინამ თებერვლის ყველაზე საშინელი დღეები გამოიარა. ამ ზამთარსაც გადავრჩით. ამ სიტყვების უკან უზარმაზარი ძალისხმევა დგას. გასულ ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ჩრდილოეთ რეგიონების საგაზაფხულო გათავისუფლება შემთხვევითი არ იყო. ბრძოლა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებისთვის... ჩვენი ხარკოვის რეგიონის ტერიტორიების დაბრუნება, ხერსონის დაბრუნება, ზოგადად ბახმუტისა და დონბასის დაცვა - ეს არის უკრაინელების გმირობა, რომელსაც მსოფლიო არ დაივიწყებს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)