|
2023-03-30 17:15:13, 1508 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ავსტრიის პარლამენტს - ბოროტების წინააღმდეგ ნეიტრალური პოზიციის დაცვა მორალურად შეუძლებელია
ბოროტების წინააღმდეგ ნეიტრალური პოზიციის დაცვა მორალურად შეუძლებელია, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტს. ზელენსკიმ, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგების გასაცნობად, ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები უკრაინაში მიიწვია. "ამის დანახვა ნიშნავს ჩვენი ხალხის გაგებას. იმის გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდუალური ხმა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის მხარდასაჭერად, როდესაც ეს საკითხები განიხილება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ევროპარლამენტში ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალურად არყოფნის მნიშვნელობა. ეს არ ეხება გეოპოლიტიკას, ჩვენ ყოველთვის უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გადავარჩინოთ ჩვენი კაცობრიობა", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)