19:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 10:12:30, 1627 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ოთხი მიმართულებით რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერია. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსეთმა 5 სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ასევე 34-ჯერ გახსნა ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან.

"ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავისა და დონეცკის ოლქის დრუჟკოვკას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანდა კერძო სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. დაიბომბა სუმის ოლქის რამდენიმე დასახლება და ხარკოვის რეგიონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics