|
2023-03-29 16:16:51, 1522 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს
უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებითაა დაგეგმილი. „ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევა უკვე დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. დაწყება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მომენტია ყველაზე შესაფერისი და ასევე ამინდის პროგნოზზე, რადგან გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია, ვფიქრობ კონტრშეტევას აპრილ-მაისში ვიხილავთ ",- განაცხადა რეზნიკოვმა. მისი თქმით, წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება და უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გაკეთდა კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში. მისივე თქმით, უკრაინამ "ლეოპარდის" ტიპის ტანკები უკვე გერმანიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან და პოლონეთიდან მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)