|
2023-03-29 08:56:45, 1622 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - საფრანგეთის მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია
მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარებას. სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ზე დაწერა, რომ საფრანგეთის დიდი წვლილისთვის მადლობელია. "საფრანგეთის პარლამენტის მიერ 1932-33 წლების ჰოლოდომორის უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მადლობელი ვარ საფრანგეთის დიდი წვლილისთვის ტოტალიტარული რუსეთის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულების მხილებაში, სიმართლის, სამართლიანობის და შესაბამისად, ანგარიშვალდებულების დადგენაში. მადლობა საფრანგეთს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილი უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკაში 1932-33 წლებში - გამოწვეული იყო მარცვლეულის შესყიდვის პოლიტიკით და გლეხებისგან საკვების ყველა მარაგის ჩამორთმევით. შიმშილის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 მილიონი ადამიანი. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ ეს იყო შიმშილი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა. რუსეთის ხელისუფლება მსგავს შეფასებას ეწინააღმდეგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)