|
2023-03-28 09:00:28, 1365 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ 12 „კამიკაძე“ დრონი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
რუსეთმა, 28 მარტის ღამეს, უკრაინაზე Shahed-136/131-ის ტიპის დრონებითა და მართვადი ბომბებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 12 ერთეული Shahed-136/131 და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, ირანული დრონებით შეტევა ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდა. ოკუპანტების Су-35 მოიერიშე თვითმფრინავები როსტოვის ოლქის მოროზოვსკის აეროდრომიდან აფრინდნენ და ორი მართვადი საჰაერო ბომბით თავს ხერსონის რეგიონს დაესხნენ. "განადგურდა 13 საჰაერო სამიზნე: 12 ერთეული Shahed-136/131 და ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Granat-4", - ნათქვამია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)