|
2023-03-26 13:20:50, 1624 ნახვა
სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. TV პირველთან მოსამართლის სამსახურიდან წასვლას ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძე. "საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რომ ის პირადი, ოჯახური პირობების გამო და ნებაყოფლობით… ადამიანი იცვლის ხოლმე სამსახურს. ერთი სამსახურიდან გადადის მეორეში, გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში... მოითხოვა, რომ მას მოხსნოდა უფლებამოსილება და შეუწყდა უფლებამოსილება", — თქვა მურუსიძემ. გარდა ამისა, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლაზე მასაც უფიქრია. მიზეზად კი ჟურნალისტებს ასახელებს, აცხადებს, თითქოს მედიის გამო, "მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა". "თუ კაციშვილი შენს სახელს აღარ ახსენებს, არ გაბულინგებენ, ჟურნალისტები ხან სად მელოდებიან, ხან სად... მიფიქრია, როგორ არ მიფიქრია, მაგრამ საბოლოოდ იმდენი რამე გააკეთეთ, მეთქი არ ღირს სასამართლო სისტემაზე უარი ვთქვა", — ეუბნება მურუსიძე ჟურნალისტს. გველესიანი 2006-2013 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2013-2016 წლებში რუსთავის. 2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 2017 წელს თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა, 2019 წლის სექტემბრიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)