|
2023-03-26 12:53:13, 2376 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 23 საავიაციო და ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 23 საავიაციო და ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის არმიის პოზიციებისa და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 20-ზე მეტი დაბომბვა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქში არტილერიით ორი ქალაქი – ტორეცკი და ჩასოვ იარი დაბომბეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. რუსმა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ დაბომბეს ქალაქი ხერსონი. დაზიანებულია სკოლის შენობა, ასევე კერძო და მრავალსართულიანი სახლები. დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. უკრაინის არმიამ მოიგერია რუსეთის თავდასხმები ავდეევკის, ბახმუტის, მარინკისა და ლიმანის მიმართულებით. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის სხვადასხვა რაიონში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მებრძოლებმა ნაღმტყორცნებით რუსეთის ქვეითი ჯარის პოზიციები დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)