|
2023-03-23 16:23:42, 1467 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონში ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური სოფელ პოსად-პოკროვსკოეს ეწვია, სადაც ომის შედეგად, ბევრი საცხოვრებელი სახლი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. ზელენსკი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ დახმარებას დაჰპირდა. „ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ ისევე, როგორც ოკუპანტებისგან დაზარალებულ თითოეულ ქალაქსა და სოფელს“,- განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა რეგიონის ერთ-ერთი ენერგეტიკული ობიექტიც დაათვალიერა და დასახლებების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხზე ინფორმაცია მოისმინა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ხერსონის რეგიონის დაცვაში მონაწილეობენ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, 22 მარტს დონეცკის ოლქი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)