|
2023-03-23 08:57:35, 1451 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო პატრიარქი - რუსეთის ეკლესია უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას იზიარებს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე, - ამის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართოლმემ განაცხადა. როგორც პატრიარქმა ბართლომემ ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის ეკლესია, როგორც ინსტრუმენტი, გამოიყენა. "რუსეთის ეკლესია და სახელმწიფო ხელმძღვანელობა თანამშრომლობდნენ აგრესიის დანაშაულში და იზიარებდნენ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება", - განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ. მსოფლიო პატრიარქის თქმით, ის მზად არის, ომის შემდგომ, რუსეთს „სულიერ აღორძინებაში“ დაეხმაროს. შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)