|
2023-03-21 13:27:30, 1484 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჭვანის, ჭალისა და წყაროთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე, რუსუდან შავაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ. "შუახევის მერიის ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა, მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე და იმ სტიგმებზე ესაუბრა, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. ასევე, მოეწყო პრეზენტაცია, ვიდეო რგოლის ჩვენება და გამოყენებული იქნა გასართობი თამაშები. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ ჭრელი წინდის ტრადიციაა დამკვიდრებული, რომლის მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ამ დღის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა. წლევამდელი კამპანიის სლოგანია ,,ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის", - აღნიშნულია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)