|
2023-03-18 18:15:55, 1640 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია, ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება
მახინჯი დუეტის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია, ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის საკითხს. მისივე თქმით, უკრაინა დიდიხანია აფიქსირებს რუსეთის სახმედრო დანაშაულებს, აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი, რომელსაც ბრალი მიუძღვის დანაშაულებზე უნდა იქნას პასუხისმგებელი. "ყველა დამნაშავე უნდა იყოს პასუხისმგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვების დეპორტაციაში მონაწილეობს უმაღლესი თანამდებობის პირი. ჩვენ დიდი ხანია ვაფიქსირებთ რუსეთის სამხედრო დანაშაულებს. მახინჯი დუეტის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია. ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება", - წერს რეზნიკოვი. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)