23:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 10:23:07, 1533 ნახვა

ომი უკრაინაში
ჰააგის პრეზიდენტი ორდერზე - მონაწილე ქვეყნებს აქვთ ვალდებულება მიიღონ პუტინის დაკავების გადაწყვეტილება

არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც პუტინი უსაფრთხოდ არ იქნება, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პიოტრ ჰოფმანსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით, ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება ითანამშრომლოს სასამართლოსთან, აქედან გამომდინარე ისინი ვალდებულები არიან მიიღონ ვლადიმერ პუტინის დაკავების გადაწყვეტილება.

„ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება", - განაცხადა პიოტრ ჰოფმანსკიმ.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics