|
2023-03-02 14:51:08, 1492 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. ხაჭაპურიძის თქმით, მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ პროცესებიც კი არ ჩაუტარებია. "ახლა დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და მითხრა - მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძალაში დარჩეს მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინება. ანუ სააკაშვილს უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე ისე, რომ სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაუტარებიათ. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი", - ამბობს ხაჭაპურიძე. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც და განმარტა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. "2023 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები ითხოვდნენ ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით საჩივარში ასევე უთითებდნენ განაჩენის აღსრულების გადავადებას - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება", - ნათქვამია მეორე ინსტანციის სასამართლოს განცხადებაში. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე უარი 6 თებერვალს უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)