|
2023-02-23 12:12:29, 823 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ,,კანონიერ ქურდობაში", ,,ქურდული სამყაროს" წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს" მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა" და ,,ქურდული სამყაროს" სამმა წევრმა, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, ორ დაზარალებულს არაერთხელ მოუწყეს ,,ქურდული გარჩევა", კერძოდ, სთხოვდნენ ფულადი თანხის უმოკლეს ვადაში გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალადობით ემუქრებოდნენ. ამავდროულად, ,,ქურდული გარჩევისას", „კანონიერმა ქურდმა" და ,,ქურდული სამყაროს" წევრმა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი დასჯის მიზნით, თვითდაზიანების მიყენება აიძულეს. "პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223'-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 144'''-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით (,,კანონიერი ქურდობა", დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 144'''-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), ხოლო 3 პირს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ე.წ. ,,კანონიერ ქურდს" სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო ,,ქურდული სამყაროს" სამ წევრს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - ე.წ. ,,ქურდული სამყაროს" წევრს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 223'''-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული მსჯავრდებულის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)