07:16 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 20:06:39, 1445 ნახვა

ომი უკრაინაში
მარკ მილი - ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება

ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და უბრალოდ არ მოხდება, რომ რუსეთმა უკრაინა დაიპყროს. მეორეს მხრივ კი, უკრაინას ძალიან გაუჭირდება ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსების გაძევება.

„რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობას შეძლებს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, უკრაინისთვის წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის თითოეული სანტიმეტრიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ეს მოითხოვს რუსული არმიის არსებითად დაშლას“, - განაცხადა მარკ მილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics