19:49 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 13:39:49, 1103 ნახვა

ეკონომიკა
„ბაზისბანკი“ შეღავათიანი აგრო კრედიტის თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო

„ბაზისბანკი“ აქტიურად არის ჩართული შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, აგრო პროექტების მიმართულებით, ბანკის მიერ მრავალი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი დაფინანსდა.

თხილის ბიზნესში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფომ, მეთხილე ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგრო კრედიტით. სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსება 8%-ით, 12 თვის ვადით ხორციელდება. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში და მისი მოცულობა 1 ჰექტარზე 2000 ლარს შეადგენს.

შეღავათიანი აგრო კრედიტის მიზნობრიობას პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების ხარჯების დაფინანსება წარმოადგენს.
„ბაზისბანკი“ პირველივე დღიდან არის ჩართული პროგრამაში და აქტიურად ვახორციელებთ აგრო პროექტების დაფინანსებას. მომავალშიც მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და აგრო ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია თხილის მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება, რადგან ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ამ სექტორში შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება ავტომატურად გამოიწვევს ხარისხის გაუმჯობესებასა და პროდუქციის სარეალიზაციო ფასის ზრდას.“ - აღნიშნა „ბაზისბანკის“ აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics