18:00 - 26 May, 2026
|
2023-02-10 16:46:56, 1258 ნახვა
სამართალი
სარფში სამართალდარღვევები გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფში", კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 3400 ევრო (საერთო ჯამში 581483,76 ლარი) და 22761,25 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (243,41გრამი) გამოავლინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პ.ბ.-ს სანქციის სახით, საქონლის ჩამორთმევა შეეფარდა, ხოლო მოქალაქე ფ.ბ.-ს საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)