|
2023-02-10 15:08:21, 1304 ნახვა
სამართალი
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმებ კაკულიებს 9-9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დავით და გურამ კაკულიებს 9-9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ საბოლოო განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და პროკურატურის შუამდგომლობა 3 ნაწილში დააკმაყოფილა. კერძოდ, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ. ხოლო დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა. ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)