|
2023-02-06 18:30:36, 1282 ნახვა
სამართალი
ხაბეიშვილი - მოსამართლეს არჩევანის გაკეთება მოუწევს , ან სამართლებრივ გადაწყვეტილებას აცხადებს, ან კრემლიდან პოლიტიკურად ნაკარნახევს
მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება, ან აცხადებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, ან მეორე ვარიანტია, რომ მიიღოს კრემლიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უნდა გამოცხადდეს სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ ისეთ ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება პრობლემები. "მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება, ან ის აცხადებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც ცხადია ყველა მტკიცებულება არსებობს რომ პრეზიდენტ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას იმ ქვეყანაში, სადაც მის ჯანრმთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე, მეორე ვარიანტია, რომ მიიღოის პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია იქნება კრემლიდან ბიძინა ივანიშვილის გავლით", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დიდი ალბათობით მოსამართლე გიორგი არევაძე ისტორიულ გადაწყვეტილებას სხდომის დასრულების შემდგომვე გამოაცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)