|
2023-02-03 10:06:53, 1440 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 5 ლენტური და 3 ცირკული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. "2 უკანონო სახერხი საამქროა დალუქული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, 2 - ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შუა ხორგასა და ქვემო ქვალონში; თითო-თითო ფაქტი დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში, ქალაქ ქობულეთსა და თბილისში (გლდანი). უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, ჯამში, 32 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 18 ერთეული კოტრი, 7 ერთეული და 6,5 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყის გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი, ფრიზა, ე.წ. ნაგვერდული). ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)