11:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 09:04:54, 1789 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - EU უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს

ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა

BBC-ის ცნობით, ბორელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მისივე თქმით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე საუბარმა  EU-ს წევრ ქვეყნებს შორის "სერიოზული უთანხმოება" გამოიწვია.

ცნობისთვის, უფრო ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაგზავნის იმ პირობებშიც კი, როდესაც აშშ, არტილერიისა და ტანკების სახით, კიევისთვის სამხედრო დახმარებას აძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისთვის მზადყოფნა  ჯერჯერობით მხოლოდ საფრანგეთმა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics