|
2023-01-31 16:14:06, 1403 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ავსტრიის კანცლერის ეკონომიკურ მრჩეველს შეხვდა
საქართველოსა და ავსტრიის მრავალწლიანი პარტნიორობის გაღრმავებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს ლევან დავითაშვილმა და ავსტრიის კანცლერის ეკონომიკურმა მრჩეველმა გეორგ ადლერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. გეორგ ადლერი საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის ძალიან დინამიურად ვითარდება ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ლოგისტიკის, კვების მრეწველობისა და სხვა სფეროებში. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი - საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. ლევან დავითაშვილმა გეორგ ადლერს მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხრიდან გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ავსტრიის მთავრობას და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ავსტრიული კომპანიების წარმატებულ საქმიანობაზე, მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე და განიხილეს პოტენციალი, რომელიც არსებობს ორი ქვეყნის ბიზნესწრეების თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის განახლებადი ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ ავსტრიის სავაჭრო პალატა აქტიურად არის ჩართული ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, მათ შორის ბიზნესფორუმებში, რათა ხელი შეუწყოს საქმიანი ურთიერთობების განვითარებას.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)