13:35 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 17:14:42, 1642 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა და დანიის პრემიერთან ერთად დაჭრილი უკრაინელები მონახულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით მიკოლაევის რეგიონში გაემგზავრა, სადაც დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს შეხვდა. 

ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკიმ განიხილა ოპერაციული სიტუაცია უკრაინის სამხრეთში, ასევე ოკუპანტების მიერ სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმის შედეგები.

ასევე განხილული იქნა რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის მაჩვენებლები. გარდა ამისა, საუბარი იყო მიკოლაევის ოლქის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკონსტრუქციაზე, რეგიონის ეკონომიკის გრძელვადიან აღდგენასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

"სამუშაო ვიზიტი მიკოლაევის ოლქში. რეგიონი გმირულად უძლებს ტერორისტების ყველა თავდასხმას. ვიზიტის დროს მე გავმართე შეხვედრა რეგიონში არსებულ ვითარებაზე. დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი დამცველები მოვინახულე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა შეძლონ გაიარონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც",- განაცხადა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics