13:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 21:13:03, 1648 ნახვა

ომი უკრაინაში
გონჩარენკო - ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ხალხის მომავალი თავისუფლებაა და არა რუსული უღელი

სამწუხაროდ, როცა თავისუფალი სამყარო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, საქართველოს ხელისუფლება სხვა გზით მიდის, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვის პრორუს პოლიტიკოსებს რუსეთი ფულს უხდის, მართავს საბაჟო აქციებს და ქმნის ქაოსს. მან დასძინა, რომ ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ხალხის მომავალი თავისუფლებაა და არა რუსული უღელი.

“მოლდოვა თავისუფალ სამყაროში გადადის, ის ცდილობს განავითაროს და გააუმჯობესოს თავისი მოქალაქეების ცხოვრება, მაგრამ არის ერთი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად არ სურს, რომ მოლდოვა წარმატებული იყოს. და ეს არის რუსეთი.

ის უხდის ფულს პრორუს პოლიტიკოსებს მოლდოვაში, მართავს საბაჟო აქციებს, ქმნის ქაოსს, უტევს პროპაგანდით, იყენებს გაზს იარაღად, აშანტაჟებს. რადგან უკრაინის შემდეგ, სამიზნე მოლდოვაა.

არის კიდევ ერთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, რომელიც მთელი გულით გვიყვარს, ეს არის საქართველო. მაგრამ სამწუხაროდ, როცა თავისუფალი სამყარო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, საქართველოს ხელისუფლება სხვა გზით მიდის.

ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ხალხის მომავალი თავისუფლებაა და არა რუსული უღელი. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი”, - განაცხადა გონჩარენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics