|
2023-01-26 15:30:07, 1552 ნახვა
სამართალი
უკანონო მოსმენების საქმეზე ნიკა გვარამიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
თბილისის პროკურატურამ ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინტერესებს იცავს. "დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ",- ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში. 2021 წლის 13 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი, მათი სატელეფონო და პირადი საუბრების უკანონო მიყურადება, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. გავრცელებული მასალა შეიცავს ათასობით დოკუმენტს. გავრცელებულ ფაილებში, მათ შორის, მოცემულია ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბრის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მიერ 2021 წლის 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება. საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელებას ფაქტზე მიმდინარეობს.
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)