|
2023-01-23 15:23:44, 1694 ნახვა
ომი უკრაინაში
მორავეცკი - ვარშავა ბერლინს Leopard 2-ის გაგზავნის ნებართვას სთხოვს, უარის შემთხვევაში, უკრაინას ტექნიკას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში გადასცემს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ვარშავა ბერლინს მიმართავს Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა თუ თანხმობა არ იქნება, პოლონეთი, "მცირე კოალიციის" ფარგლებში, აღნიშნულ სამხედრო ტექნიკას უკრაინას მაინც გადასცემს. როგორც მორავეცკიმ პოლონურ მედიასთან საუბრისას თქვა, Leopard 2-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ "იმედის ნაპერწკალი გააჩინა". "გერმანიას აქვს 350 აქტიურ Leopard 2-ზე მეტი და 200 მათგანი რეზერვშია. მათ ნამდვილად შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს არის ბრძოლა ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის... მ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ თანხმობას ბერლინისგან. „მცირე კოალიციის“ ფარგლებში, თუნდაც მასში გერმანელები არ იყვნენ, მაინც გადავცემთ უკრაინას ტანკებს და სხვა დანარჩენს", - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. შეგახსენებთ, Leopard 2-ის ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის კიევისთვის გადაცემის საკითხი 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა "რამშტაინის" ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აშშ და სხვა მოკავშირეები ელოდნენ, რომ გერმანია თავად მიაწოდებდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას და სხვა ქვეყნებს, როგორც მწარმოებელი, რეექსპორტის საშუალებას მისცემდა. "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ "მცირე კოალიციის" შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კიევს ტანკებით მაინც უზრუნველყოფს. აღნიშნულს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოჰყვა. ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია არ არის წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)