|
2023-01-18 14:13:36, 1469 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ბროვარის ტრაგედიაზე - მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც ამ შავმა დილამ სიცოცხლე წაართვა
მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც ამ შავმა დილამ სიცოცხლე წაართვა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას. ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, ეროვნულ პოლიციას და სხვა უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლებს მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა დაავალა. "დღეს კიევის რეგიონში, ბროვარიში, საშინელი ტრაგედია მოხდა. ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, ავარიის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ამ წუთის მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება. მათ შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, მათი თანაშემწეები და ვერტმფრენის ეკიპაჟი. დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ამ დროისთვის 3 ბავშვი დაიღუპა. ენით აუღწერელი ტკივილია, ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციას და სხვა უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლებს, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა დავავალე. ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მარადიული ხსოვნა! ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვა ამ შავმა დილამ!",- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია. ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანის სიცოცხლე ემსვერპლა
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)