|
2023-01-17 17:02:21, 1353 ნახვა
სამართალი
სუს - ქრთამის აღების გამო, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დავაკავეთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების გამო, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა. სუს-ის ცნობით, გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 2 400 ლარი გამოართვა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გ.ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)