|
2023-01-14 14:12:57, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
კირილენკო - სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვია
დონეცკის ოლქში, სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვია,- ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ მათ მოახერხეს ქალაქ სოლედარიდან შვიდი ადამიანის ევაკუაცია.ქალაქში დარჩენილთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია. „როგორც კი შესაძლებელი იქნება ევაკუაციის განსახორციელებლად იქ მისვლა, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ“,- განაცხადა კირილენკომ. მისივე თქმით, ამ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სოლედარში, აქვთ საკვების საჭირო მარაგი და ჰიგიენური საშუალებები. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომმისმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება დაასრულეს და ახლა ქალაქს აკონტროლებდნენ. მოგვიანებით აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ ხაზგასმით აღნიშნა , რომ მსგავსი განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)