|
2023-01-14 13:40:26, 1555 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დამპყრობლების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქის გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტები არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა მოხდა. დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა. მანამდე, 14 იანვარს, აფეთქებები დაფიქსირდა კიევში, ხარკოვში, მიკოლაევსა და ზაპოროჟიეს რაიონებში. ოჩაკოვსა და კიევის რეგიონში ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე; გარდა ამისა, კიევის რეგიონში 18 კერძო სახლი დაზიანდა. ხარკოვის მერმა დაადასტურა ქალაქის დაბომბვა; ჩერკასის რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღის განმავლობაში შესაძლებელია ახალი სარაკეტო დარტყმები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)