|
2023-01-13 18:51:42, 1511 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები 17 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები 17 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ დასძინეს, რომ უკრაინის მასშტაბით საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია. "ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკეევკას, ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის სპირნეს, როზდოლივკას, სოლის, კრასნა ჰორას, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, პრედტეჩინეს, კურდიუმივკას, ვოდიანეს, ნეველსკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას და ველიკა ნოვოსილკას დასახლებულ პუნქტებში.", - განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)