|
2023-01-13 09:04:53, 1436 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ საქმიანობის განეიტრალებაზე მუშაობს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ საქმიანობის განეიტრალებაზე მუშაობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ ჩოლემ განაცხადა. ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკების დროს, დერეკ ჩოლემ აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება იმ ფაქტს, რომ „ვაგნერი“ ცდილობს მეომრებიდ დაქირავებას სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ამის დაშვება შეუძლებელია. „არ ვიცი, არის თუ არა შეშფოთება (სერბეთში - რედ.), ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს შეშფოთებაზე და მოუთმენლად ველით მთავრობასთან ერთად მუშაობას აქ, ბელგრადში და სხვა ადგილებში, სადაც „ვაგნერი“ აქტიურია, რათა ზღვარი დავუყენოთ მის საქმიანობას“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა. მისი თქმით, „ვაგნერი“ „საშინლად მოქმედებს მთელ მსოფლიოში, იქნება ეს ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თუ უკრაინაში“. გარდა ამისა, ჩოლემ სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. "ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნებმა ხელი უნდა მოაწერონ სანქციებს, რადგან რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ უნდა იყოს დაგმობილი, არამედ დასასჯელი. რუსეთი ყოველდღიურად აწარმოებს სასტიკ, გაუმართლებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია.", - დასძინა მან. ცნობისთვის, „ვაგნერის“ სამხედრო სამეთაურო ცენტრის მებრძოლები ამჟამად უკრაინაში რუსული ჯარების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ. ერთ-ერთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, „ვაგნერის ჯგუფის“ როლი რუსეთის სამხედრო კამპანიაში უკრაინის წინააღმდეგ მუდმივად იზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)