|
2023-01-12 16:32:04, 2117 ნახვა
ომი უკრაინაში
რიკარდ იოზვიაკი - უკრაინამ მოითხოვა, რომ ევროკავშირის ბოლო სანქციებში ბელარუსი არ მოხვედრილიყო
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა სანქციების ბოლო პაკეტებში რუსეთის ფედერაციასთან ერთად ბელარუსი არ დასაჯა, არის თავად უკრაინის მოთხოვნა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა სანქციების ბოლო პაკეტებში რუსეთის ფედერაციასთან ერთად ბელარუსი არ მოახვედრა, არის ის, რომ უკრაინამ სთხოვა მასში მინსკი არ ჩაერთოთ“, - წერს ჟურნალისტი Twitter-ზე. როგორც ცნობილია, ბრიუსელმა დააჩქარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობა - წევრ ქვეყნებს სურთ მიიღონ ახალი პაკეტი უკრაინა-ევროკავშირის სამიტამდე, რომელიც თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი. სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობისას საუბარი იყო ბელარუსის დასანქცირებაზეც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერის გამო. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, საუბარია „ბელარუსის სანქციების სინქრონიზაციაზე რუსულთან, განსაკუთრებით სექტორულთან, იმ ადგილებში, სადაც მინსკი თანამშრომლობს მოსკოვთან“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)