|
2023-01-12 09:06:51, 1593 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი სოლედარის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყანა სოლედარს მიღწევად წარმოადგენს ერთი მიზნით - რუსეთის მოქალაქეებმა, ვინც აგრესიას ემხრობა, შემდგომ მობილიზაციას მხარი დაუჭირონ. „ახლა ტერორისტი სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ სოლედარის გარკვეული ნაწილი, რომელიც სრულად განადგურებულია ოკუპანტების მიერ, რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური. ცნობისთვის, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება დაასრულეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)