|
2023-01-11 13:00:00, 1460 ნახვა
სამართალი
„თარჯიმნად მოწვეული პირი არის მიკერძოებული“ - პენიტენციურმა სააკაშვილის პროცესზე ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვა
სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, რომ აცილებული იქნას თარჯიმნად ლევან მეტრეველი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, თარჯიმნად მოწვეული პირი ცალსახად მიკერძოებულია. "წინა სხდომის შემდეგაც, ბატონი ლევან მეტრეველის, რომელიც ჩვენს პროცესებზე თარჯიმნად მონაწილეობს, განცხადებებს ჰქონდა ადგილი. განცხადებები ეხებოდა პენიტენციურ სამსახურს, მის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და არსებობს აცილების საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, რომ აცილებული იქნას თარჯიმნად ლევან მეტრეველი", - თქვა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი არ დაეთანხმა პენიტენციურის განცხადებას და აღნიშნა, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. "მხარეს ის არანაირად არ წამოადგენს. იგი გაფრთხილებულია ცრუ ან არასწორი თარგმნის და ა.შ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით თქვენს მიერ. თუ რამე კანონს დაარღვევს ან რამე უკანონობას ექნება ადგილი, დადგება მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მსგავსი რამე მხარეს არ წარმოუდგენია. მხარეს არ დაუსახელებია არც ერთი არგუმენტი, რომ ის არასწორად ან მიკერძოებულად თარგმნის და შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არის უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. მოსამართლე გიორგი არევაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა თარჯიმანს მოუწოდა, რომ საჯარო სივრცეში განცხადებებისგან თავი შეიკავოს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობს. პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. შუამდგომლობას წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)