|
2023-01-11 09:43:56, 1623 ნახვა
ომი უკრაინაში
„ვაგნერის“ ხელმძღვანელის თქმით, მისი ჯარები მთლიანად აკონტროლებენ სოლედარს
რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ინფორმაციით, მისმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება დაასრულეს. აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი წერს. Guardian-ის ცნობით, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ეს მოსკოვის პირველი და მთავარი წარმატებაა ბრძოლის ველზე გასული ზაფხულიდან მოყოლებული. "ვაგნერის ქვედანაყოფებმა აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია",- განაცხადა პროგოჟინმა. მისივე თქმით, უკრაინული ჯარები ქალაქის ცენტრში ალყაში იყვნენ და "მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები". ამასთან, როგორც დენის პუშლინმა, რუსის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკმა აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის პირველ არხს განუცხადა, სოლედარის ცენტრი უკვე ვაგნერის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა“. ამასთან, პრიგოჟინმა გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სადაც ის მარილის მაღაროში, „ვაგნერის“ მებრძოლებით გარშემორტყმული იმყოფება. The Guardian-ი წერს, რომ ეს, შესაძლოა, მიზანმიმართული პასუხი იყო აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში საჯაროდ აცხადებდნენ, რომ პრიგოჟინი დაინტერესებულია მარილისა და თაბაშირის მაღაროების ხელში ჩაგდებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)